samsung BWC2405 — Samsung BWC2405 Air Conditioner User & Service Manual (EN)

შესაბამისობაზე. 2. უფასო სერვის მომსახურების ქვეშ იგულისხმება დამამზადებლის დამატებითი ვალდებულება, მისსავე მიზეზით პროდუქტში გაჩენილი ნაკლოვანებების (დეფექტების) აღმოფხვრაზე, მყიდველისგან (მომხმარებლისგან) გადასახადის გარეშე. კონდიციონერების უფასო სერვის მომსახურება ხორციელდება იმ პირობით, თუ კონდიციონერის ინსტალაცია მოახდინა სამსუნგის მიერ სერტიფიცირებულმა ინსტალატორმა და საგარანტიო ტალონში შესაბამისი მონაცემების შეტანის შემთხვევაში. 3.

პროდუქტში წუნდებული ნაწილების (დეტალების, კვანძების და საამწყობო ერთეულების) გამოცვლას არ მოჰყვება საგარანტიო ვადის, უფასო სერვის მომსახურების პერიოდში ახალი საგარანტიო ვადის დადგენა, ახალი უფასო სერვის მომსახურების ვადის დადგენა მთლიან პროდუქტზე და გამოცვლილ ნაწილებზე. მწარმოებელი ყოველთვის ანახლებს პროგრამულ უზრუნველყოფას(პუ),სამომხმარებლო თავისებურებების მიხედვით. ეს უზურნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლისთვის რომელიც მოიხმარს კომპანიის ოფიციალურ პროდუქტს. მომხმარებელს დამოუკიდებლად შეუძლია პროდუქტისთვის პუ - ს განახლება, ან ავტომატურ რეჟიმში, მისი თანხმობის შემდეგ.

მწარმოებელი არ არის ვალდებული გაყიდვის დროს არსებული პუ - ს ვერსიის შენარჩუნებაზე ან შეცვლაზე მომსახურების ვადის დროს, თუ ვერსიის განახლება არ მოხდა მწარმოებლის ჩარევის შედედეგად.მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას, რომ გამოყენებულ იქნას არსებული მობილური პროდუქტისთვის აქტუალური პროგრამული უზრუნველყოფა. 4. საგარანტიო ვადა ნაწარმის კომპლექტში შემავალ ყველა ნაწილზე უტოლდება ძირითადი ნაწარმის ვადას, შემდეგი ნაწილების გარდა:

დრაივერებზე, მიწოდებულ სხვა და სხვა ტიპის ინფორმაციის მატარებელზე (პროდუქტის ხისტ მაგნიტურ დისკებზე დაყენებული პუ-ს ჩათვლით, მაგრამ არა შემოფარგლავს), და ასევე პუ–ს გადაყენების და აწყობის საჭიროებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს საჭიროება გამოწვეულია პროდუქტის ნაკლით, რომელიც გაჩენილია მწარმოებლის მიზეზით. დამატებით: ა) მაცივრებისთვის:

ჰაერის გამასუფთავებელი (ბიოდეზადორატორი), ფილტრები, თაროები, ყუთები და პროდუქტებისთვის სხვა შესანახი სათავსოები; ბ) ღუმელები და მიკროტალღური ღუმელები:მავთულის თარო,განცალკევებული მავთულის თარო,მავთულის თარო გრილისთვის,საცხობი ლანგარი,კერამიკული საცხობი ლანგარი,კონვენციური ლანგარი,შესაწვავი ლანგარი,წყლის ჯამი,ორთქლსახარში,ორთქლსახარშის ლანგარი,ორთქლსახარშის თეფში; გაზის ტიპის მოსამზადებელი სამზარეულო ზედაპირები:კანფორის თავსახურები,კანფორის გაზის ნაკადის გამყოფი/გამანაწილებელი,შესადგამი; გ) მტვერსასრუტებისთვის: შლანგები, მილები, ჯაგრისები, ნაცმები, ფილტრები; დ) ჭურჭლის და სარეცხ მანქანებისთვის: წყლის სადენ/ჩარეცხვის შლანგები; ე) კონდიციონერებისთვის და სამზარეულოს გამწოვებზე: ფილტრები. 5.

საგარანტიო ვალდებულებები და უფასო სერვის მომსახურება მწარმოებლის მიერ არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებში:

ОБРАЗЕЦ ა) თუ პროდუქტი, გათვალისწინებული პირადი (საყოფაცხოვრებო, შინაური) მოთხოვნილებებისთვის, იყო გამოყენებული სამეწარმეო საქმიანობაში და ასევე სხვა მიზნებში, რომლებიც არ ეხება მის პირდაპირ დანიშნულებას; ბ) მოხმარების სახელმძღვანელოში და სხვა მომხმარებლისთვის პროდუქტთან ერთად გადაცემულ დოკუმენტაციაში აღწერილი პროდუქტის ექსპლუატაციის წესების და დაყენების დარღვევის შემთხვევაში; გ) თუ ნაწარმს ეტყობა არაკვალიფიციური ჩარევის კვალი (არაორიგინალური სათადარიგო ნაწილების გამოყენება, ნაწარმის გახსნა და შეკეთება იმ პირების მიერ, ვისაც არ გააჩნია მწარმოებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება); დ) თუ დეფექტი გამოწვეულია პროდუქტის ანდა სქემის შეცვლის გამო, ან დამამზადებლის მიერ გაუთვალისწინებული გარე მოწყობილობის ჩართვის (შეერთების) გამო; ე) თუ დეფექტი გამოწვეულია მომხმარებლის ანდა მესამე პირის დაუძლეველი ძალების, უბედური შემთხვევების, შეგნებული და გაუფრთხილებელი მოქმედებების გამო; ა) კვების ელემენტები (ბატარეა), პროექტორის ნათურები, და განათების ნათურები (იმ პროდუქტების გარდა, რომლებშიც განათების ნათურის შეცვლის პროცედურა აღწერილია მოსარგებლის ინსტრუქციაში); ბ) შემაერთებელი კაბელები (თუ კაბელი არ არის დასამუხტი მოწყობილობის შემადგენელი ნაწილი), საყურისები, ინფრმაციის სხვადასხვა სახის მატარებელი (დისკები პროგრამული უზრუნველყოფით და დრაივერებით, მეხსიერების ბარათები); გ) შემაერთებელი კაბელები (თუ კაბელი არ არის დასამუხტი მოწყობილობის შემადგენელი ნაწილი), საყურისები, ინფრმაციის სხვადასხვა სახის მატარებელი (დისკები პროგრამული უზრუნველყოფით და დრაივერებით, მეხსიერების ბარათები); დ) კომპლექტში პროდუქტთან ერთად პროგრამულ უზრუნველყოფაზე (პუ) და 33