samsung WC2608 — Samsung WC2608 MON Warranty Card & User Guide PDF (EN)

მიერ გაუთვალისწინებული გარე მოწყობილობის ჩართვის (შეერთების) გამო; ე) თუ დეფექტი გამოწვეულია მომხმარებლის ანდა მესამე პირის დაუძლეველი ძალების, უბედური შემთხვევების, შეგნებული და გაუფრთხილებელი მოქმედებების გამო; ვ) თუ აღმოჩენილია მექანიკური დაზიანებები, რომლებიც გაჩნდა მომხმარებლისთვის პროდუქტის გადაცემის შემდეგ; ასევე ნესტის, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის, კოროზიის, დაჟანგვის, პროდუქტში უცხო სხეულების, ნივთიერებების, სითხეების, მწერების ან ცხოველების მოხვედრის მიზეზით წარმოშობილი დაზიანებები; ზ) თუ საჭიროებს აუდიო–ვიდეო თავების, სხვა და სხვა ინფორმაციის წამკითხავი მოწყობილობების გაწმენდას; თ) თუ დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსების და მათი ანალოგიური პროგრამების ზემოქმედებით, პაროლის დაყენებით ანდა შეცვლით, ადრე დაყენებული პუ–ს მოდიფიკაციით და (ანდა) გადაყენებით, მესამე პირის პუ–ს დაყენებით და მოხმარებით, ხისტი მაგნიტური დისკების ფორმატირებით; ი) თუ დეფექტი გამოწვეულია პროდუქტის ხანგრძლივი გამოყენებით ბუნებრივი ცვეთის შედეგად.

ამ შემთხვევაში, ბუნებრივი ცვეთა გულისხმობს პროდუქტის გამოყენების შედეგად მათი ტექნიკური მდგომარეობისა და გარეგნული სახის გაუარესებას ხანგრძლივი მოხმარების გამო; კ) თუ დაზიანება(დეფექტი) გამოწვეულია ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამო სატელეკომუნიკაციო ქსელების, რადიოსიგნალის სიხშირის, სხვა შეუსაბამო მოწყობილობებთან შეერთებით და რელიეფის განსაკუთრებული ბუნებრივი თვისებების გამო, ასევე მოწყობილობის გამოყენებით საზღვარზე და იქ სადაც არ არის ქსელის დაფარვის ზონა; ლ) თუ დეფექტი გამოწვეულია არასტანდარტული (არა ორიგინალი) და (ან) უხარისხო (დაზიანებული) სახარჯე მასალების, მოწყობილობების, სათადარიგო ნაწილების, კვების ელემენტების, სხვა და სხვა ტიპის ინფორმაციის მატარებლების (მოიაცვს, მაგრამ არ შემოფარგლავს აუდიო-ვიდეო კასეტების, CD, DVD დისკების, მეხსიერების ბარათების, SIM ბარათების, კარტრიჯების) გამოყენებით; მ) თუ ნაკლოვანებები გამოწვეულია შეუთავსებელი კონტენტის (მელოდიები, გრაფიკული, ვიდეო და სხვა ფაილების, Java და მაგვარი პროგრამების) მიღების, დაყენების და გამოყენების შედეგად; ნ) თუ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული მონაცემები წაშლილია, ჩასწორებულია ან საერთოდ ეტიკეტი არ არსებობს; ო) თუ გამოყენებულია არაავტორიზირებული დამცავი შეფუთვა პროფესიონალური დისპლეის (LFD) დამცავი ყუთი; პ) ნებისმიერი დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ამ პროდუქთან დაკავშირებულ ინსტრუქციის ან მფლობელის სახელმძღვანელოში მოცემული რომელიმე საოპერაციო ან ტექნიკური ინსტრუქციების შეუსრულებლობის გამო.

6. ამ პროდუქტის გამოყენება კომერციულ და საქმიან გარემოებაში აკრძალულია და მოიცავს შემდეგ შეზღუდვებს: ნებისმიერი გამოყენება მოგებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საჯარო ჩვენება კლუბებში, რესტორნებში, ბარებში, ან ნებისმიერი კომერციული გამოყენება უწყვეტი ან განზრახ გრძელვადიანი ასახვით საინფორმაციო შეტყობინებებში, სტატისტიკურ ან ფიქსირებულ გამოსახულებებში, როგორიცაა განრიგი და ასევე 4:3 ფორმატის სურათებზე ან ვიდეოკონტენტზე მუდმივი შავი ზოლებით (TV; Monitor). 7.

პროდუქტის გამართვა და დაყენება (აწყობა, ჩართვა და ა.შ.), აღწერილი თანდართულ დოკუმენტაციაში, შეიძლება იყოს განხორციელებული როგორც თვით მომხმარებლის, ასევე შესაბამისი პროფილის ასც–ს სპეციალისტების და გამყიდველი ფირმების მიერ (ფასიან მომსახურების საფუძველზე). ამასთანავე, პროდუქტის დამდგმელი (ამწყობი) პირი (ორგანიზაცია) აგებს პასუხს დადგმის (აწყობის) სისწორეზე და ხარისხზე. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება პროდუქტის სწორი დაყენების მნიშვნელობას, როგორც მისი სანდო მუშაობისთვის, ასევე საგარანტიო და უფასო სერვის მომსახურეობისთვის. 8. გირჩევთ განახორციელოთ მობილური ტელეფონის ან სხვა ციფრული მოწყობილობების მეხსიერებაში ყველა მონაცემების სარეზერვო კოპირება გარე მატარებელზე. 9.

«სამსუნგ ელექტრონიკს კო., ლტდ.» იხსნის თავიდან პასუხისმგებლობას შესაძლო მიყენებულ ზიანზე ადამიანებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, ქონებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდა ექსპლუატაციის წესების და პირობების დარღვევის შედეგად, Samsung–ის პროდუქციით პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით; მყიდველის (მომხმარებელის) ან მესამე პირის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. ასევე «სამსუნგ ელექტრონიკს კო., ლტდ.» იხსნის თავიდან პასუხისმგებლობას შესაძლო ზიანზე, მიყენებულს Samsung–ის სათანადო დანიშნულების პროდუქციას პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვის, დაზარალების, მონაცემების და ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევაში. ОБРАЗЕЦ 35